ბიოგრაფია

        რამდენიმე აუცილებელი თარიღი ნ. ბარათაშვილის ბიოგრაფიიდან:

  • დაიბადა 1817 წლის 22 ნოემბერს (4 დეკემბერს) თბილისში, თავისი პაპის, ზურაბ ორბელიანის ოჯახში.
  • 1827-35 წლებში სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.
  • 1835-36 წლებში სკოლის ამხანაგების გამოცემულ რუსულ ხელნაწერ ჟურნალში დაიბეჭდა მისი სამე ტექსტი.
  • 1833 წელს ახალგაზრდა ლიტერატურულ წრეს გამოუშვია ლიტერატურულ ალმანახში ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუთი ლექსი დაპატიმრებულ შეთქმულთა (გრ. ორბელიანი, ალ. ჭავჭავაძე, გ. ერისთავი, დ.ყორღანიშვილი) ნაწარმოებების გვერდიტ დაიბეჭდა.
  • 1835 წელს ნ.ბარათაშვილი დაინიშნა მოხელედ სასამართლოს კანცელარიაში.
  • 1838 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ინიციატივით თბილისში დაწყებულა მუშაობა საქართველოს ისტორიის საკითხავი წიგნის შედგენაზე.
  •  1838-1839 წლებში, როდესაც პოეტი 21 წლის იყო, დაწყებია ეკატერინეთი გატაცებები. 
  •  1841 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკატირენესთვის მიუძღვნია თავისი ხელით გადაწერილი ლექსთა კრებული.
  •  1844 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი იძულებული ხდება დატოვოს საქართველო და ჯერ ნახიჩევანში, შემდეგ განჯაში მიდის.
  •  გარდაიცვალა 1845 წლის 9 (22) ოქტომბერს განჯაში.
     1893 წელს ილია ჭავჭავაძის ინიციატივით გადმოასვენეს თბილისში და დიდების პანთეონში დაკრძალეს. 
  •  1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. 
  •  1876 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული - ''ლექსნი თქმულნი თ.ნ ბარათაშვილისგან'', სადაც პოეტის 30 ლექსი და პოემა ''ბედი ქართლისა'' შევიდა.
 დრო იყო როცა თითო ბარათაშვილი 
                      თითოჯარად უღირდა საქართველოს

   ბარათაშვილის დოკუმენტური პორტრეტი არ მოგვეპოვებაპოეტის სახე მისი მომსწრე თანამედროვეების ჩვენებათა მიხედვით აღუდგენიათ.

   პოეტი საშუალო სიმაღლისა და თანაზომიერი ტანადობის ყოფილაოდნავ პირხმელიპირისფერი-მოთეთროშავიცოცხალიმეტყველი თვალები.

   ბარათაშვილი 16 წლის ყმაწვილი იყოროდესაც მან უბედური შემთხვევის გამო ფეხი მოიტეხაპირველ ხანებში ბარათაშვილი ძალზე კოჭლობდაშემეგ თანდათან გამოუმრთელდა და კოჭლობა სიკვდილამდე დარჩამაგრამ ისე ძლიერ აღარ ემჩნეოდა.  

   ტატო იცვამდა ქართულადტანთ ბუზმენტით მორთული ჩოხა უხდებოდათავზე კი პატარა ჩაკეცილი ქუდი ეხურა. შემდეგ კი, სამსახურში ყოფნის დროს, ევროპულადაც იცვამდა. ერთხელ, როდესაც, იმპერატორი ნიკოლოზ I ჩამოვიდა ქალაქში, ნიკოს ქულაჯა ეცვა, ჟოლოსფერი, ბეწვმოვლებული, შავი მაუდის შარვალი ეცვა, ხელმწიფეს ძლიერ მოეწონა ნიკო და უთხრა: "შენ ჩემი ორდინარეცი ხარო!"

დედის მხრით ბარათაშვილი ენათესავებოდა ძველი საქართველოს სამეფო სახლს. დედა ეფემიასი ხორეშანი იყო შვილისშვილი მეფე ერეკლესი. მამის მხრიდანაც შთამომავლობით საქართველოს მაღალ არისტოკრატიას ეკუთვნოდა.

ტატო ზურაბ ორბელიანის (პაპის) ოჯახში იზრდებოდა. მის დაბადების წელს ზურაბს მიეცა უმცროსი ვაჟი ილია. ეს ის ილია ორბელიანია, რომელსაც შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილმა უძღვნა "მერანი". ნიკო და ილია ერთად იზრდებოდნენ. მას კარგი ურთიერთობა თავის მეორე ბიძასთან, პოეტ გრიგოლ ორბელიანთანაც ჰქონდა.
ბარათაშვილის პირველი ლექსები გიმნაზიაში ყოფნის დროს ეკუთვნის. "შემოღამება მთაწმინდაზედ". მისი პირველი ვარიანტი, რომელიც ნიკომ 15 წლისამ დაწერა, გვიჩვენებს, რომ ბარათაშვილს ადრე უპოვა საკუთარი პოეტური ხმა.

ნ.ბარათაშვილის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მსოფლხედველობის გამომუშავებაზე დიდ გავლენა ჰქონდა 1832 წლის შეთქმულებას. ნიკო ამ დროს ჯერ კიდევ იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ იგი, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა ყოფილიყო შეთქმულების საქმეში. როდესაც შეთქმულების მონაწილენი დაატყვევეს, ბარათაშვილმა "მამულის გამოხსნის შეთქმის" დაღუპვა მტკინვეულად განიცადა.

No comments: