გამარჯობა. მე ვარ საბა ბარბაქაძე. დავიბადე 2001 წლის 6 მარტს. გატაცებული ვარ საინტერესო პროექტებში მონაწილეობით. მიყვარს კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ისეთი თემების დამუშავება რომლებსაც ვთვლი რომ ყველაზე პრობლემატურია და ვცდილობ შევიმუშავო გადაჭრის გზები და უახლოეს მომავალში განვახორციელო. მაქვს ორგანიზებისა და ორგანიზატორობის უნარი, ამიტომ ხშირად ჩამიტარებია ფართომაშტაბიანი აქციები. (გარემოსდაცვითი აქციები; "ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის" საორგანიზაციო გუნდის წევრი- კოორდინატორი). ხშირად ვყოფილვარ მოხალისე სხვადასხვა სფეროში. ვფიქრობ ბევრი აქტიური მოქალაქე შეცვლის ჩვენს მომავალს სასიკეთოდ.
მე ვარ თათია ტაბატაძე. დავიბადე 2001 წლის 13 ოქტომბერს. ვსწავლობ
ქალაქ თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩემი მეგობრებია,
რომელთანაც არაერთი საოცარი მოგონებები მაკავშირებს.მათთან ერთად ყველანაირ
სიტუაციაში ვყოფილვარ. ყოველთვის ისეთი თავგადასავლები გადაგხვდენია სადაც სიცილი
არასდროს აგვცდენია. ერთმანეთისთვის ჩვენ ყველაფერი ვართ. მიყვარს წიგნების კითხვა
თავისუფალ დროს, მითუმეტეს წიგნის კითვის სურვილი ჩაისთან ერთად უფრო მინდება.
ჩემთვის ყოველი დღე მრავალფეროვანი და სიახლეა.
გამარჯობა, მე ვარ ნათია გაბინაშვილი 15 წლის. ვარ ძალიან მხიარული,
ადამიანში ვაფასებ ერთგულებას და ურთიერთგაგებას. მყავს საუკეთესო მეგობრები,
რომელთა იმედიც ყოველთვის მაქვს და ვიცი რომ არასოდეს მიღალატებენ ისინი.თავისუფალ
დროს ვკითულობ წიგნებს, ვწერ ლექსებს და მასში გადმოვცემ იმას რისი თქმაც რეალურად
არ შემიძლია.
მე ვარ საბა ხუციშვილი. აქტიურად ვმონაწილეობ პროექტებში რომლებიც ხელს მიწყობს არაფორმალური განათლების მიღებაში. მიყვარს ბიოლოგია. ვაპირებ გავხდე ექიმი და ჩემი ცოდნა მოვახმარო ჩემს ქვეყანასა და პაციენტებს.
მე ვარ ნანუკა გაფრინდაშვილი, 16 წლის. ძალიან მიყვარს თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება. ვფიქრობ, რომ ისინი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრები არიან და მათ გარეშე რთულია მომავლის წარმოდგენა. მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალ დროს წიგნის კითხვითაც დავკავდე, რადგან მიმაჩნია, რომ კარგი წიგნი ცხოვრების მასწავლებელია.
ბლოგზე მუშაობდა საბა ბარბაქაძე, X საჯარო სკოლის XI2 კლასის მოსწავლეებთან ერთად. დამრიგებელი ნათია ჩაჩანიძე.
No comments:
Post a Comment