ობიექტურობა მოითხოვს, ნიკოლოოზ ბარათაშვილი, ბევრი ნიშნის მიხედვით, გამოვარჩიოთ სხვა წინამორბედებისაგან. მან პირადი ტრაგედია წამოსწია წინ. საკუთარი ხვედრის მიუგნებლობაა მისი შემოქმედების განმსაზღვრელი.
ჩვენი თანატოლებისაგან ხშირია ნეგატიური დამოკიდებულება რომანტიკოსი პოეტების შემოქმედების მიმართ. თითქმის არც გვიკვირს, თუმცა ბარათაშვილის პოეზია, ჩვენი აზრით, სულ სხვა "გზაზე მოსიარულე" პოეზიაა.
რა სირთულეებს ვაწყდებით ტატოს შემოქმედების გაცნობისას? რა გვიქმნის დისკომფორტს?- ალბათ, მისი პიროვნების შეუცნობლობა. წარმოუდგენელია ტატოს პოეზია შევიგრძნოთ მისი ბიოგრაფიისა და პირად წერილების გარეშე. ბარათაშვილის სწავლებისას ვაწყდებით რამდენიმე სახის ბარიერს. არ ვიცნობთ ტატოს, როგორც პიროვნებას, თავისი ხასიათით, ტრაგიზმითა და მსოფლმხედველობით და არ გვესმის მისი ლამაზი, ღრმა სიტყვის.
მცირე რეცენზიის ფორმატში გთავაზობთ ჩვენი თანატოლების შეფასებას ბარათაშვილის რამდენიმე ლექსისა, ჩვენი თვალით დანახული ნიკოლოოზ ბარათაშვილი.
"სულო ბოროტო"
ლექსის ლირიკული გმირის ცხოვრებაში ბოროტ სულს წინამძღოლის როლი შეუსრულებია. რასაც ავტორის სულიერი სიმშვიდის დაკარგვა მოჰყვა. ლირიკული გმირის ცდუნების მიზეზი სიყმაწვილით გამოწვეული გამოუცდელობაა. ლექსს თავიდან ბოლომდე გასდევს ბრძოლის განწყობა, სატანასთან შეურიგებლობის სულისკვეთება. პოეტი მრისხანედ უტევს ბოროტ სულს და პასუხს სთხოვს უკეთურებისათვის.
ანა ხვადაგიანი

XI2 კლასი
"ცისა ფერს"
ზოგჯერ პოეტები ფერთა მეტყველებას მიმართავენ. ფერთა კოკრეტიზაცია მეტყველებს ამა თუ იმ ფერის საგანგებო ღირებულებაზე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში "ცისა ფერს" შეინიშნება ლურჯის პირველქმნილება. პოეტს სურს ეზიაროს მის ბრწყინვალებას: "შევერთო ლურჯსა ფერს." მისთვის ეს ფერი სამყაროსთან, ღმერთთან, სიწმინდესთან, სიყვარულთან ზიარების, თანამყოფობის საშუალებაა.
დათო ცომაია

"არ უკიჟინო სატრფოო"
ბარათაშვილი, როგორც რომანტიკოსი პოეტი, დიდ ყურადღებას უთმობს ბუნებასთან საერთო ენის გამონახვით საკუთარი გრძნობების გადმოცემას. რომანტიკოსის აზრით, სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომლის ენით გამოთქმა შეუძლებელია. სიყვარულის უნარი ადამიანს აკეთილშობილებს, ღმერთთან აახლოებს. ბარათაშვილს სიყვარული უმაღლესს მწვერვალამდე ჰყავს აყვანილი, როგორც უძვირფასესი, სანატრელი ადამიანის სახე.
ნანუკა გაფრინდაშვილი

"ვპოვე ტაძარი"
ლექსში პოეტი სიწმინდეს, სიყვარულს ეძებს, მიაგნო კიდეც ღმერთის წიაღში, ტაძარში, მაგრამ უდაბნომ შთანთქა ეს ტაძარი და პოეტი კვლავ მიუსაფარი და ობოლი რჩება. სიყვარულის დაკარგვას მოჰყვა სწორედ ეს მძიმე ტკივილი, რომელსაც ნიკოლოზ ბარათაშვილი განიცდის. სიყვარულის დაკარგვა, ხომ ყოველგვარი ნუგეშის კარის დახშობას ნიშნავს. ისევ და ისევ წუთისოფლის დაუნდებლობა ჩანს ლექსში, რაც ბარათაშვილის შემოქმედებას მუდამ გასდევს ფონად.
თათია ტაბატაძე

"შემოღამება მთაწმინდაზე"
ბარათაშვილის ლექსი :შემოღამება მთაწმინდაზედ" ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ჰარმონიულ ურთიერთობას გვიხატავს. ლირიკული გმირის ბუნება მყუდრო თავშესაფრად ევლინება, რომელიც მგრძნობიარედ პასუხობს პოეტის ემოციას. "შემოღამებაში" მსუბუქად განიცდება უსასრულობისკენ ლტოლვის განუხორციელებელი მიზანი. იდეაში პირველ პლანზე წამოწეულია თვით ამ ლტოლვის მშვენიერება და არა ტრაგიზმი, როგორც სხვა რომანტიკოსებს ახასიათებთ. ლექსში უარყოფითი განწყობის განცდას არ ტოვებს ის ფაქტი, რომ მწერალმა ბუნების წიაღში ჰპოვა სიმყუდროვე, უშფოთველობა და სიმტკიცე."
თეკლა შავარდენიძე
"მერანი"
ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანი" არ არის ტიპური რომანტიკული ჟანრის ლექსი. იგი განკუთვნილია ისეთი მკითხველისთვის, რომელიც არ უშინდება ბედის უკუღმართობას და ვის გულშიც ყოველთვის გიზგიზებს იმედის ცეცხლი. "მერანი" ნამდვილი გმირობის ჰიმნია. ლექსში თავგანწირული მხედარი ებრძვის ბედისწერას, მას არ აშინებს თვალბედითი ყორნის ჩხავილი, ხოლო მისი მერანი მისცემია დაუსრულებელ ქროლვას იმ იმედით, რომ მომავალ თაობას ამ რთულ გზაზე სიარულს გაუადვილებს. ამ ლექსით მკითხველს ნიკოლოზ ბარათაშვილი ბრძოლის უნარსა და მომავლის იმედს გაუცხოველებს.
ნატა ჩადუნელი
"ხმა იდუმალი"
ლექსის თემა არის ბედის ძიება, იდეა არის საკუთარი ადგილის პოვნა ამ ცხოვრებაში.
ლექსი ლირიკული მონოლოგია, რომელიც რიტორიკულ კითხვებს შეიცავს.
ლექსის მთავარი სახე მისი ლირიკული გმირია, გრძნობადი სახე აქვს იდუმალი ხმის გამომცემ არსებას - იგი ანგელოზი ან ეშმაკია...
მხატვრულად მოცემულია სამივე დრო: წარსულის (სწორთა თანზრდილთა მეგობართ შორის), და მომავალი (რასს მომისწავებ, სიცოცხლეს ჩემსას რას განუმზადებ) "ხმის" კონკრეტული შინაარსი, მაგრამ ის დიდი ცხოვრების გზაზე დადგომასთანავე გაჩენილა და მოჰყვება. იგი ინტენსიურია დროსთან მიმართებაში (ცხადად და სიზმრად ყოველთვის არსებობს).
სანდრო პაპიაშვილი

ამაზე დალაგებული და კარგი ანალიზი ამ ლექსის აქამდე არ წამიკითხავს არსად
ReplyDeleteთუ შეგიძლიათ ჩამიგდეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის "შემოღამება მთაწმინდაზედ"შინაარსი
ReplyDeleteმაგარია შეჩემა
ReplyDeleteჩავითავე
ReplyDeleteიმედია შემაჯამაებლისთვის გამომადგება
ReplyDeleteსაკმაოდ კარგადაა დაწრილი და დალაგებული, მადლობა ავტორს
ReplyDelete