ლექსის ფორმა

          ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის ფორმა
ნიკოლოზ ბარათაშვილის უსაყვარლესი საზომი, ანუ სალექსო გვარი ე.წ. "ბესიკური" და "შავთელური" ლექსებია. 38 ლექსიდან, რომელთაც ბართაშვილის სახელით ჩვენამდე მოუღწევია, უმეტესობა ბესიკურია და შემდეგ შავთელური. მხოლოდ რამდენიმეა სხვა საზომის.
   შედარებით სიმრავლე ამ საზომებისა, რასაკვირველია, შემთხვევითი მოვლენა არ არის: იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ამ პოეზიის შინაგან ხასიათთან, მის ძირითად კილოსთან, რომელიც ერთი სიტვით გამოიხატება "ნაღველი"; ხოლო ნაღველს ქართულ ლექსთა შორის ყველაზე უკეთ "ბესიკური" და "შავთელური" შეესაბამება.
უგრძესი მისი ლექსი 15 მარცვლიანია, უმცირესი - 6 მარცვლიანი.
   ტაეპის შესავსებად ავტორი ზოგჯერ იძულებული ხდება გრამატიკის წინააღმდეგ ზედმეტი ასო ჩაურთოს: "უბიწოო სიყვარული" (უბიწო სიყვარული) ; "გალიაშია დატყვევებული" (გალიაში დატყვევებული).
   ზოგჯერ არის როცა სიტყვების გრამატიკული ფორმა ტაეპის ზომის აღემატება, მაშინ ავტორი ასეთ სიტყვებს ასოებს აკლებს; "მტანჯ ჩემო" (მტანჯავო ჩემო); "იდაყვ დაყრდნობილ" (იდაყვს დაყრდნობილი).
   ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებში უფრო გარეგანი რითმაა, ბარათაშვილის საყვარელი ფორმა ასეთია: aabbcc (ამგვარადაა შეწყობილი პოემა "ბედი ქართლისა"), პოეტის ლექსთა კრებულში მრავალფეროვანი რითმის სახეებია : მოსაზღვრე aaaa, ინტერვალიანი abba ("შემოღამება მთაწმინდაზედ") ჯვარედინი- abab ("სატრფოვ მახსოვს").
ქართული ლექსის ერთ-ერთ სამკაულს რითმა შეადგენს, ამ მხრივ ძალიან საინტერესო ბარათაშვილის შემოქმედებაცაა, მისი არც ერთი ლექსი არაა ურითმოდ დატოვებული.

1 comment:

  1. aabbcc ამ რითმას რა ჰქვია?

    ReplyDelete